ბილეთი №302 · გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით
ეკრძალება თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით გასწრება, თუ ტრაქტორი მოძრაობს 25 კმ/სთ სიჩქარით?

- აეკრძალება
- ბარ ეკრძალება✓ სწორი პასუხი
რატომ?
„გასწრება აკრძალულია“ ნიშანი ყველა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გასწრებას კრძალავს, გარდა 30 კმ/სთ-ზე ნელა მოძრავისა. ტრაქტორი 25 კმ/სთ-ით მოძრაობს, ანუ ამ ზღვარზე ნელია, ამიტომ ეს აკრძალვა მას არ ეხება და გასწრება შეიძლება.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს 34-ე მუხლის მე-9 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით გასწრება აკრძალულია გასწრების ამკრძალავი ნიშნით ან მონიშვნით განსაზღვრულ ადგილზე. ამავე კანონის პირველი დანართის 3.20 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 3.20 „გასწრება აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრან¬სპორ¬ტო საშუალების გასწრებას (გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა). ნებადართულია გასწრება უეტლო მოტოციკლის, მოპედისა და ველოსიპედის შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადაუსვლელად.