ბილეთი №304 · გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით
რომელი ავტომობილის მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა, თუ ტრაქტორი მოძრაობს 25 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო მოპედი - 35 კმ/სთ სიჩქარით?

- ამხოლოდ ლურჯი მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
- ბმხოლოდ ავტობუსის მძღოლს
- გროგორც ავტობუსის მძღოლს, ასევე ლურჯი მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
- დარცერთი ავტომობილის მძღოლს✓ სწორი პასუხი
რატომ?
ნიშანი „გასწრება აკრძალულია“ ყველა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გასწრებას კრძალავს, გარდა 30 კმ/სთ-ზე ნელა მოძრავისა. ტრაქტორი 25 კმ/სთ-ით ამ ზღვარზე ნელია, მოპედს კი შემხვედრ ზოლზე გაუსვლელად შეგიძლია გაუსწრო, თუნდაც 35 კმ/სთ-ით მოძრაობდეს. ამიტომ არცერთ მძღოლს არ ეკრძალება.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს 34-ე მუხლის მე-9 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით გასწრება აკრძალულია გასწრების ამკრძალავი ნიშნით ან მონიშვნით განსაზღვრულ ადგილზე. ამავე კანონის პირველი დანართის 3.20 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 3.20 „გასწრება აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრან-სპორ¬ტო საშუალების გასწრებას (გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა). ნებადართულია გასწრება უეტლო მოტოციკლის, მოპედისა და ველოსიპედის შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადაუსვლელად.