ამკრძალავი ნიშნები
ნიშანი 3.20 „გასწრება აკრძალულია“
რას ნიშნავს
ნიშნის ზონაში მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას ვერ გაუსწრებ, გარდა 30 კმ/სთ-ზე ნელა მოძრავისა. ველოსიპედს, მოპედს და უეტლო მოტოციკლს კი შეგიძლია გაუსწრო, თუ შემხვედრ ზოლზე არ გადახვალ. ზონა გრძელდება უახლოეს გზაჯვარედინამდე, დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის გარეშე — პუნქტის ბოლომდე.
კანონის ტექსტი
კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გასწრებას (გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა). კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გასწრებას (გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა). ნებადართულია გასწრება უეტლო მოტოციკლის, მოპედისა და ველოსიპედის შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადაუსვლელად. ნიშნის მოქმედება ვრცელდება სათანადო ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას – დასახლებული პუნქტის ბოლომდე. ნიშნის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე მიმდებარე ტერიტორიის გამოსას¬ვლე¬ლთან, საველე, სატყეო და სხვა მეორეხარისხოვანი გზების გადაკვეთასთან (შეერთებასთან), რომელთა წინ არ დგას სათანადო ნიშანი.