ბილეთი №303 · მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი
ამაღლებული ჩასასხდომი ბაქნის გასაჩერებელი პუნქტიდან (გაჩერებიდან) სატრანსპორტო საშუალებაში ჩასაჯდომად გზის სავალ ნაწილზე გასვლა ნებადართულია:
- ამხოლოდ სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შემდეგ✓ სწორი პასუხი
- ბწინასწარ, სატრანსპორტო საშულების გამოჩენისთანავე
რატომ?
ამაღლებული ჩასასხდომი ბაქნიდან ტრანსპორტში ასასვლელად სავალ ნაწილზე გასვლა შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ტრანსპორტი გაჩერდება. გადმოსვლისას კი ქვეითმა სავალი ნაწილი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, ამაღლებული ჩასასხდომი ბაქნის გასაჩერებელი პუნქტიდან (გაჩერებიდან) სატრანსპორტო საშუალებაში ჩასაჯდო¬მად გზის სავალ ნაწილზე გასვლა ნებადართულია მხოლოდ მისი გაჩერების შემდეგ. სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოსვლისას ქვეითმა დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს გზის სავალი ნაწილი.