ბილეთი №312 · გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით
მოცემულ სიტუაციაში, რომელ სატრასპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა, თუ მობუქსირე მოტოციკლს დაწყებული აქვს დაბრკოლების შემოვლა?

- ამხოლოდ მობუქსირე და საბუქსირე მოტოციკლის მძღოლებს
- ბმხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
- გროგორც მობუქსირე და საბუქსირე მოტოციკლის მძღოლებს, ასევე მსუბუქი ავტომობილის მძღოლს✓ სწორი პასუხი
რატომ?
უეტლო მოტოციკლით ბუქსირება აკრძალულია, ასევე ასეთი მოტოციკლის ბუქსირებაც, ამიტომ ორივე მოტოციკლის მძღოლი წესს არღვევს. მსუბუქი ავტომობილის მძღოლს კი ეკრძალება იმის გასწრება, ვინც დაბრკოლებას უვლის. ასე რომ, სამივეს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გასწრების დაწყებამდე მძღოლი, ისე, რომ არ დაარღვიოს ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტითა და 32-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები, უნდა დარწმუნდეს, რომ მოძრაობის იმავე ზოლზე მის წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს არ მიუცია სიგნალი, რომ აპირებს, გაუსწროს სხვა სატრანსპორტო საშუალებას. აკრძალულია იმ სატრანსპორტო საშუალების გასწრება, რომელიც ახორციელებს გასწრე¬ბას ან დაბრკოლების შემოვლას. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით გასწრება აკრძალულია იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომელიც ახორციელებს გასწრე¬ბას ან შემოვლას. ამავე კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად აკრძალულია ბუქსირება მოტოციკლით, გვერდითი მისაბმელის გარეშე, აგრეთვე ასეთი მოტოციკლის ბუქსირება.