ბილეთი №493 · მოძრაობის სიჩქარე
დღის ნათელ დროს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებზე ახლო განათების ფარებისა და უკანა საგაბარიტო სინათლეების ჩართვა სავალდებულოა:
- ასპეციალურად მათთვის გამოყოფილ ზოლზე, ძირითადი ნაკადის თანხვედრი მიმართულებით მოძრაობისას
- ბსპეციალურად მათთვის გამოყოფილ ზოლზე, ძირითადი ნაკადის საპირისპიროდ მოძრაობისას✓ სწორი პასუხი
- გნებისმიერ გზაზე, ძირითადი ნაკადის როგორც საპირისპიროდ, ასევე თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისას
- დამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
რატომ?
დღის ნათელ დროსაც სამარშრუტო ტრანსპორტმა ახლო ნათების ფარები და უკანა საგაბარიტო სინათლეები უნდა ჩართოს, როცა სპეციალურად მისთვის გამოყოფილ ზოლზე ძირითადი ნაკადის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს. ასე შემხვედრი მძღოლები მას უკეთ ამჩნევენ.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დღის ნათელ დროს გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების აღნიშვნის მიზნით სავალდებულოა ახლო განათების ფარებისა და უკანა საგაბარიტო სინათლეების ჩართვა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე, სპეციალურად მისთვის გამოყოფილ ზოლზე, ძირითადი ნაკადის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისას.