ბილეთი №446 · მოძრაობის სიჩქარე
ავტომაგისტრალებზე, ასევე ავტომაგისტრალების შესასვლელებზე და გამოსასვლელებზე, უფლებამოსილი ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმების გარეშე იკრძალება იმ ავტომობილების (მისაბმელებით ან მათ გარეშე) მოძრაობა, რომელთა კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება:
- ა40 კმ/სთ-ს✓ სწორი პასუხი
- ბ60 კმ/სთ-ს
- გ90 კმ/სთ-ს
- დ110 კმ/სთ-ს
რატომ?
ავტომაგისტრალზე, მის შესასვლელსა და გამოსასვლელზე უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია იმ ავტომობილის მოძრაობა, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე 40 კმ/სთ-ს არ აღემატება. ასეთი ნელი მანქანა სწრაფ ნაკადს გზას უკეტავს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე აკრძალულია ქვეითის, ცხოველის, ველოსიპედის, მოპედის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის, ავტომობილისა და მათი მისაბმელებისგან განსხვავებული ყველა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, აგრეთვე იმ ავტომობილის (მისაბმელით ან მის გარეშე) მოძრაობა, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 40 კმ/სთ-ს (ეს შეზღუდვა არ ვრცელდება იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ავტომაგისტრალზე მოძრაობს უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებისა და ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად).