ბილეთი №321 · გაჩერება დგომა
რომელი სატრანსპორტო საშუალებაა დაყენებული დგომის წესების დარღვევით, თუ მხოლოდ წითელი ავტომობილის მძღოლი დადგა ხანგრძლივი დასვენების მიზნით?

- აშავი ავტომობილი
- ბწითელი ავტომობილი✓ სწორი პასუხი
- გორივე ავტომობილი
- დარცერთი ავტომობილი
რატომ?
„დასახლებული პუნქტის დასასრულის“ ნიშნის შემდეგ დაუსახლებელი პუნქტი იწყება. იქ ხანგრძლივი დასვენებისთვის, მაგალითად ღამის გასათევად, დგომა მხოლოდ ამისთვის განკუთვნილ სადგომზე ან გზის ფარგლებს გარეთ შეიძლება. წითელი ავტომობილის მძღოლი დასასვენებლად დადგა, ამიტომ წესს ის არღვევს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას დაუსახლებელ პუნქტში, შესაძლებლობის ფარგლებში, სავალი ნაწილის გარეთ უნდა იმყოფებოდეს. ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად დაუსახლებელ პუნქტში ხანგრძლივი დასვენების (ღამის გათევის ან სხვა) მიზნით დგომა ნებადართულია მხოლოდ ამისათვის განკუთვნილ სადგომზე ან გზის ფარგლების მიღმა. ამავე კანონის პირველი დანართის 5.24.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.24.1 „დასახლებული პუნქტის დასასრული“ - მიუთითებს შესაბამისად 5.23.1 ნიშნით აღნიშნული დასახლებული პუნქტების დასასრულს.