ბილეთი №360 · მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი
ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში უპირატესობით სარგებლობს:

- ალურჯი ავტომობილის მძღოლი
- ბწითელი ავტომობილის მძღოლი✓ სწორი პასუხი
რატომ?
თუ ორი მანქანის გზა იკვეთება და გავლის რიგს არაფერი განსაზღვრავს, მოქმედებს მარჯვენა ხელის წესი: გზას უთმობ მას, ვინც მარჯვნიდან გიახლოვდება. წითელი ლურჯის მარჯვნივაა, ამიტომ უპირატესობა წითელ ავტომობილს აქვს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, თუ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ტრაექტორიები იკვეთება, ხოლო გავლის რიგითობა განსაზღვრული არ არის, მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც მას მარჯვნიდან უახლოვდება.