ბილეთი №362 · მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი
აქვს თუ არა უფლება სატვირთო ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, თუ სავალი ნაწილის სიგანე არასაკმარისია მარცხენა ზოლიდან მობრუნებისათვის?

- აარ აქვს უფლება
- ბაქვს უფლება✓ სწორი პასუხი
რატომ?
თუ გზაჯვარედინის მიღმა სავალი ნაწილის სიგანე უკიდურესი მარცხენა მდებარეობიდან მობრუნებისთვის არასაკმარისია, მობრუნება მარჯვენა ნაპირიდან ან გვერდულიდან შეიძლება შესრულდეს. ამ დროს გზა თანმხვედრ და საპირისპირო მიმართულებით მოძრავებს უნდა დაუთმო. ამიტომ სატვირთოს გაგრძელების უფლება აქვს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, თუ გზაჯვარედინის მიღმა, მობრუნებისას სავალი ნაწილის სიგანე არასაკმარისია უკიდურესი მარცხენა მდებარეობიდან მანევრისთვის, ეს უკანასკნელი შეიძლება შესრულდეს სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირიდან ან მარჯვენა გვერდულიდან, ამასთან, მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს თანმხვედრი და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს. ამავე კანონის მე-2 დანართის 1.11 პუნქტის თანახმად, ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნა 1.11. ყოფს საპირისპირო ან თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს გზის მონაკვეთზე, სადაც გადაჯგუფება ნებადართულია მხოლოდ ერთი ზოლიდან; აღნიშნავს მობრუნების ადგილს, სადგომი მოედნიდან გამოსასვლელსა და შესასვლე¬ლს და ა. შ., სადაც მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ ერთ მხარეს. 1.11 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია წყვეტილი ხაზის მხრიდან, აგრეთვე უწყვეტი ხაზის მხრიდან, მაგრამ მხოლოდ გასწრების ან შემოვლის დამთავრებისას.