ავტოსკოლა

ბილეთი №361 · მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი

მოცემულ სიტუაციაში, სატრანსპორტო საშუალებების მიერ, მოძრაობის ზოლების ერთდროულად შეცვლისას, გავლის უპირატესობა ენიჭება:

მოცემულ სიტუაციაში, სატრანსპორტო საშუალებების მიერ, მოძრაობის ზოლების ერთდროულად შეცვლისას, გავლის უპირატესობა ენიჭება:
  1. ამსუბუქი ავტომობილის მძღოლს✓ სწორი პასუხი
  2. ბსატვირთო ავტომობილის მძღოლს

რატომ?

თუ ერთი მიმართულებით მოძრავი ორი მანქანა ზოლს ერთდროულად იცვლის და მათი გზები იკვეთება, უპირატესობა მარჯვნივ მყოფს აქვს. მსუბუქი სატვირთოს მარჯვნივაა, ამიტომ გზა სატვირთომ უნდა დაუთმოს. ეს იგივე მარჯვენა ხელის ლოგიკაა, რაც გზაჯვარედინზე.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოძრაობის მიმართულების შეუცვლელად მოძრაობის ზოლიდან ზოლში გადასვლისას, მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს გადასასვლელ მოძრაობის ზოლში თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. თანმხვედრი მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მიერ, მოძრაობის ზოლების ერთდროულად შეცვლისას, მოძრაობის ტრაექტორიების გადაკვეთის შემთხვევაში, გავლის უპირატესობა ენიჭება მარჯნივ მყოფ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი