ბილეთი №415 · რკინიგზის გადასასვლელი
ნახევარშლაგბაუმი დაკეტილია. ავტომობილის მძღოლი არ დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, თუ:

- აგაჩერდება ნახევარშლაგბაუმამდე, არანაკლებ 5 მეტრის მანძილზე✓ სწორი პასუხი
- ბშემოუვლის შლაგბაუმს და გაივლის რკინიგზის გადასასვლელს
- გსიფრთხილის ზომების გათვალისწინებით თვითონ გახსნის შლაგბაუმს და გააგრძელებს მოძრაობას
- დამ ბილეთში ჩამოთვლილი პასუხებიდან არცერთი არ არის სწორი
რატომ?
როცა ნახევარშლაგბაუმი დაკეტილია, იკეტება ან იწევა, გადასასვლელზე შესვლა აკრძალულია: მის წინ უნდა გაჩერდე, არანაკლებ 5 მ-ის მანძილზე. შემოვლა და თვითნებურად გახსნა აკრძალულია: მატარებელი სწრაფად ვერ ჩერდება, ამიტომ დაცდა ერთადერთი უსაფრთხო გზაა.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიუხედავად მაშუქი და ხმოვანი სიგნალების მითითებისა, არცერთი საგზაო მოძრაობის მონაწილე არ უნდა შევიდეს რკინიგზის გადასასვლელზე, რომლის შლაგბაუმი ან ნახევარშლაგბაუმი დაკეტილია, იკეტება ან იწევა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რკინიგზის გადასასვლელზე აკრძალულია შლაგბაუმის ან ნახევარშლაგბაუმის თვითნებური გახსნა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად თუ რკინიგზის გადასასვლელზე მოძრაობა აკრძა¬ლუ¬ლია, მძღოლი ჩერდება „სდექ“ ხაზთან, 2.4 საგზაო ნიშანთან ან შუქნიშანთან, ხოლო მათი არარსებობისას – შლაგბაუმიდან ან ნახევარშლაგბაუმიდან არანაკლებ 5 მეტრისა. თუ არ არის არც შლაგბაუმი და არც ნახევარშლაგბაუმი, მძღოლი უნდა გაჩერდეს უახლოეს რელსამდე არანაკლებ 10 მეტრისა.