ბილეთი №416 · რკინიგზის გადასასვლელი
მოცემულ სიტუაციაში ავტომობილის მძღოლი ვალდებულია:

- აგააგრძელოს მოძრაობა, რადგან შლაგბაუმი აწეულია
- ბგაჩერდეს შუქნიშანთან✓ სწორი პასუხი
რატომ?
რკინიგზის გადასასვლელზე შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალი გადამწყვეტია, შლაგბაუმის მდგომარეობას კი მნიშვნელობა არ აქვს. აწეული შლაგბაუმი შესვლის უფლებას არ გაძლევს, ამიტომ შუქნიშანთან უნდა გაჩერდე.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალის დროს არცერთი საგზაო მოძრაობის მონაწილე არ უნდა შევიდეს რკინიგზის გადასასვლელზე, მიუხედავად შლაგბაუმის ან ნახევარშლაგბაუმის მდგომარეობისა ან მისი არსებობისა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად თუ რკინიგზის გადასასვლელზე მოძრაობა აკრძა¬ლუ¬ლია, მძღოლი ჩერდება „სდექ“ ხაზთან, 2.4 საგზაო ნიშანთან ან შუქნიშანთან, ხოლო მათი არარსებობისას – შლაგბაუმიდან ან ნახევარშლაგბაუმიდან არანაკლებ 5 მეტრისა. თუ არ არის არც შლაგბაუმი და არც ნახევარშლაგბაუმი, მძღოლი უნდა გაჩერდეს უახლოეს რელსამდე არანაკლებ 10 მეტრისა.