ბილეთი №442 · რკინიგზის გადასასვლელი
რკინიგზის გადასასვლელზე აკრძალულია:
- ამხოლოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით, გადასასვლელის წინ მდგომი სატრანსპორტო საშუალების შემოვლა
- ბმხოლოდ შლაგბაუმის ან ნახევარშლაგბაუმის თვითნებური გახსნა
- გმხოლოდ იმ სასოფლო - სამეურნეო, საგზაო - სამშენებლო და სხვა მანქანებისა და მექანიზმების არასატრანსპორტო მდგომარეობაში გადატანა, რომლებმაც შეიძლება დააზიანონ გადასასვლელი, ან შეაფერხონ მასზე მოძრაობა
- დამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი მოქმედების განხორციელება✓ სწორი პასუხი
რატომ?
გადასასვლელზე სამივე მოქმედება აკრძალულია: საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით გადასასვლელის წინ მდგომი მანქანის შემოვლა, შლაგბაუმის ან ნახევარშლაგბაუმის თვითნებური გახსნა და იმ მანქანა-მექანიზმების არასატრანსპორტო მდგომარეობაში გადატანა, რომლებმაც გადასასვლელი შეიძლება დააზიანონ ან მოძრაობა შეაფერხონ.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, რკინიგზის გადასასვლელზე აკრძალულია: ა) საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით რკინიგზის გადასასვლელის წინ მდგომი სატრანსპორტო საშუალების შემოვლა; ბ) შლაგბაუმის ან ნახევარშლაგბაუმის თვითნებური გახსნა; გ) იმ სასოფლო-სამეურნეო, საგზაო-სამშენებლო და სხვა მანქანებისა და მექანიზმების არასატრანსპორტო მდგომარეობაში გადატანა, რომლებმაც შეიძლება დააზიანონ რკინიგზის გადასასვლელი ან შეაფერხონ მასზე მოძრაობა;