ბილეთი №443 · გაჩერება დგომა
აკრძალულია თუ არა დაუსახლებელ პუნქტში 2.1 საგზაო ნიშნით („მთავარი გზა“) აღნიშნული გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებების დგომა?
- აარ არის აკრძალული
- ბარ არის აკრძალული, მხოლოდ იმ გზაზე, რომელზეც თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისათვის სულ მცირე ორი ზოლია
- გაკრძალულია✓ სწორი პასუხი
რატომ?
დაუსახლებელ პუნქტში გზის სავალ ნაწილზე, რომელიც ნიშნით „მთავარი გზა“ არის აღნიშნული, დგომა აკრძალულია. ასეთ გზაზე მოძრაობა სწრაფია, ამიტომ მდგარი მანქანა დიდ საფრთხეს ქმნის. გამონაკლისია სპეციალურად აღნიშნული ადგილები.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების დგომა, დაუსახლებელ პუნქტში 2.1, 5.1 და 5.3 საგზაო ნიშნებით აღნიშნულ გზის სავალ ნაწილზე, აგრეთვე დასახლებულ პუნქტში გზის სავალ ნაწილზე, სადაც მოძრაობა დაშვებულია 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, გარდა სპეციალურად აღნიშნული ადგილებისა.