ბილეთი №456 · მოძრაობა ავტომაგისტრალზე
არღვევს თუ არა საგზაო მოძრაობის წესებს მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ავტომაგისტრალზე მითითებულ ადგილას იძულებით გაჩერების შემთხვევაში?

- აარ არღვევს
- ბარღვევს✓ სწორი პასუხი
რატომ?
ავტომაგისტრალზე გაჩერება და დგომა მხოლოდ სპეციალურად მონიშნულ ადგილებშია დაშვებული. სავალი ნაწილის ნაპირის ხაზი კი მხოლოდ მაშინ შეიძლება გადაკვეთო, როცა ის მარჯვნივაა და გზის ნაპირზე გაჩერება გჭირდება. მითითებული ადგილი ამ პირობებს არ აკმაყოფილებს, ამიტომ მძღოლი წესს არღვევს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე მძღოლს ეკრძალება: გ.ა) ავტომობილის (ან/და მისი მისაბმელის) გაჩერება ან დგომა, დგომისთვის გამოყოფილი, სპეციალურად მონიშნული ადგილების გარდა. გ.ბ) მობრუნება ან უკუსვლით მოძრაობა, აგრეთვე ცენტრალურ გამყოფ ზოლსა და გზის ორივე სავალი ნაწილის განივ შეერთებაზე გასვლა; ამავე კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.2.1 პუნქტის თანახმად, 1.2.1 მთლიანი ფართო ხაზი - აღნიშნავს ავტომაგისტრალზე სავალი ნაწილის ნაპირებს. 1.2.1 ხაზის გადაკვეთა აკრძალულია. დასაშვებია სავალი ნაწილის ნაპირის აღმნიშვნელი და მძღოლის მარჯვენა მხარეს განლაგებული 1.2.1 ხაზის გადაკვეთა სატრანსპორტო საშუალების გზის ნაპირზე გასაჩერებლად.