ავტოსკოლა

ბილეთი №461 · ბუქსირება

ავტომაგისტრალზე მწყობრიდან გამოსული ავტომობილის ბუქსირება ხდება თვითნაკეთი მოწყობილობით (თოკით). მობუქსირე სატრანსპორტო საშუალების მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს:

ავტომაგისტრალზე მწყობრიდან გამოსული ავტომობილის ბუქსირება ხდება თვითნაკეთი მოწყობილობით (თოკით). მობუქსირე…
  1. ამხოლოდ A მიმართულებით
  2. ბმხოლოდ B მიმართულებით✓ სწორი პასუხი
  3. გროგორც A, ასევე B მიმართულებით

რატომ?

თოკით ან სხვა თვითნაკეთი მოწყობილობით ბუქსირებულ მანქანას ავტომაგისტრალზე შესვლა ეკრძალება. თუ ავტომაგისტრალზე მწყობრიდან გამოსული მანქანა თოკით ბუქსირდება, ავტომაგისტრალი უახლოეს გამოსასვლელზე უნდა დატოვოს. ამიტომ მოძრაობა მხოლოდ იმ მიმართულებით შეიძლება, რომელიც უახლოეს გამოსასვლელამდე მიდის, ანუ B მიმართულებით.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თვითნაკეთი მოწყობილობით ბუქსირებულ სატრანსპორტო საშუალებას ეკრძალება ავტომაგისტრალზე შესვლა. თვითნაკეთი მოწყობილობით ბუქსირებულმა გაუმართავმა სატრანსპორტო საშუალებამ, რომელიც ავტომაგისტრალზე მწყობრიდან გამოვიდა, ავტომაგისტრალი უახლოეს გამოსასვლელზე უნდა დატოვოს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ თვითნაკეთ მოწყობილობაში იგულისხმება თოკი, მავთული და სხვა მსგავსი საშუალება.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: ბუქსირება