ბილეთი №882 · მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია
“ავტომზიდი” არის:
- ანებისმიერი 12 000 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მისაბმელთან ერთად ექსპლუატაციისათვის
- ბსატვირთო ავტომობილი, რომელიც გამოიყენება სახიფათო ტვირთის გადასაზიდად
- გსპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია ავტომობილისა და თვლიანი მსუბუქი ტრაქტორის გადასაზიდად✓ სწორი პასუხი
რატომ?
ავტომზიდი არის სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც ავტომობილისა და თვლიანი მსუბუქი ტრაქტორის გადასაზიდადაა განკუთვნილი.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ავტომზიდი – სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია ავტომობილისა და თვლიანი მსუბუქი ტრაქტორის გადასაზიდად.