ბილეთი №883 · მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია
„არასაკმარის ხილვადობად“ ითვლება გვირაბში გავლისას, დღე-ღამის ბნელ დროს, ნისლის, წვიმის, თოვის და სხვა ბუნებრივი მოვლენების დროს, გზის ხილვადობის შემცირება:
- ა300 მეტრზე ნაკლებ მანძილზე✓ სწორი პასუხი
- ბ500 მეტრზე ნაკლებ მანძილზე
- გ600 მეტრზე ნაკლებ მანძილზე
რატომ?
ხილვადობა არასაკმარისად ითვლება, როცა გვირაბში, ბნელ დროს, ნისლში, წვიმაში ან თოვლში გზა 300 მეტრზე ნაკლებ მანძილზე ჩანს. ასეთ დროს წინ მყოფ ავტომობილს ან დაბრკოლებას გვიან შეამჩნევ, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, არასაკმარისი ხილვადობა – გვირაბში გავლისას, დღე-ღამის ბნელ დროს, ნისლის, წვიმის, თოვის და სხვა ბუნებრივი მოვლენების დროს გზის ხილვადობის 300 მეტრზე ნაკლებ მანძილზე შემცირება.