ბილეთი №483 · მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი
მოცემულ სიტუაციაში, აქვს თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს შეუჩერებლად მოძრაობის გაგრძელების უფლება?

- ააქვს უფლება
- ბარ აქვს უფლება✓ სწორი პასუხი
რატომ?
მონიშნულ გაჩერებაზე მდგარი ტრამვაის გვერდის ავლისას უნდა შეანელო და, თუ საჭიროა, გაჩერდე, რათა მგზავრებმა უსაფრთხოდ ჩაისხდნენ ან გადმოსხდნენ. ამ სიტუაციაში გაჩერება საჭიროა, ამიტომ შეუჩერებლად გავლის უფლება არ გაქვს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მძღოლმა, რომელიც მოძრაობის მიმართულების შესაბამისი მხრიდან სათანადო წესით მონიშნულ გაჩერებაზე მყოფი სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისთვის გვერდის ავლას აპირებს, უნდა შეამციროს სიჩქარე და, აუცილებლობის შემთხვევაში, გაჩერდეს, რათა უზრუნველყოს მგზავრების საზოგადოებრივ ტრანსპორტში უსაფრთხო ჩასხდომის ან იქიდან გადმოსხდომის შესაძლებლობა.