ავტოსკოლა

ბილეთი №495 · გაჩერება დგომა

აქვს თუ არა უფლება მძღოლს, საფრთხის შემთხვევაში, გააჩეროს ან დააყენოს სატრანსპორტო საშუალება საგზაო ნიშნით აღნიშნულ იმ გვირაბში, რომელშიც არარსებობს სპეციალურად გაჩერებისთვის მონიშნული ადგილები?

  1. აარ აქვს უფლება
  2. ბაქვს უფლება✓ სწორი პასუხი

რატომ?

გვირაბში გაჩერება და დგომა მხოლოდ საავარიო სიტუაციის ან საფრთხის შემთხვევაში შეიძლება. სპეციალურად მონიშნული ადგილი, თუ არსებობს, უნდა გამოიყენო, მაგრამ მისი არარსებობა საფრთხის დროს გაჩერების უფლებას არ გართმევს.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშნით აღნიშნულ გვირაბებში მოქმედებს შემდეგი წესები - მძღოლს შეუძლია გააჩეროს ან დააყენოს სატრანსპორტო საშუალება მხოლოდ საავარიო სიტუაციის ან საფრთხის შემთხვევაში. ამასთანავე, მან უნდა გამოიყენოს სპეციალურად მონიშნული ადგილი, თუ ამის შესაძლებლობა არსებობს.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: გაჩერება დგომა