ავტოსკოლა

ბილეთი №803 · გაჩერება დგომა

აკრძალულია თუ არა სატრანსპორტო საშუალების კარების გაღება მის სრულ გაჩერებამდე?

  1. ააკრძალულია✓ სწორი პასუხი
  2. ბარ არის აკრძალული
  3. გარ არის აკრძალული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალება დაბალი სიჩქარით მოძრაობს

რატომ?

სატრანსპორტო საშუალების კარის სრულ გაჩერებამდე გაღება აკრძალულია. კარის გაღებამ არ უნდა შეუქმნას დაბრკოლება ან საფრთხე სხვა მონაწილეებს, მაგალითად მომავალ ველოსიპედისტს.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების კარის გაღება მის სრულ გაჩერებამდე. კარის გაღებამ არ უნდა შეუქმნას დაბრკოლება ან საფრთხე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. გზის სავალი ნაწილის, ველობილიკის ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლის მხარეს სატრანსპორტო საშუალების კარი არ უნდა იყოს გაღებული მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისთვის საჭირო დროზე მეტი ხნით. გზის სავალი ნაწილის მხარეს ან სატრანსპორტო საშუალების უკანა მხრიდან მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომა ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ შეუქმნის საფრთხეს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: გაჩერება დგომა