ავტოსკოლა

ბილეთი №536 · გაჩერება დგომა

ნებადართულია თუ არა გზის სავალი ნაწილის მხრიდან ან სატრანსპორტო საშუალების უკანა მხრიდან მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომა?

  1. აარ არის ნებადართული
  2. ბნებადართულია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ შეუქმნის საფრთხეს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს✓ სწორი პასუხი

რატომ?

მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომა სავალი ნაწილის მხრიდან ან მანქანის უკანა მხრიდან ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს სხვა მონაწილეებს საფრთხეს არ უქმნის. კარი სრულ გაჩერებამდე არ გააღო.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების კარის გაღება მის სრულ გაჩერებამდე. კარის გაღებამ არ უნდა შეუქმნას დაბრკოლება ან საფრთხე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. გზის სავალი ნაწილის, ველობილიკის ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლის მხარეს სატრანსპორტო საშუალების კარი არ უნდა იყოს გაღებული მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისთვის საჭირო დროზე მეტი ხნით. გზის სავალი ნაწილის მხარეს ან სატრანსპორტო საშუალების უკანა მხრიდან მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომა ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ შეუქმნის საფრთხეს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: გაჩერება დგომა