ბილეთი №501 · გაჩერება დგომა
აკრძალულია თუ არა სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება იმ ესტაკადების, ხიდებისა და გზაგამტარების ქვეშ, სადაც არარსებობს გაჩერებისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილები?
- ააკრძალული, მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონაზე მეტია
- ბაკრძალულია✓ სწორი პასუხი
- გარ არის აკრძალული
რატომ?
ესტაკადის, ხიდისა და გზაგამტარის ქვეშ გაჩერება აკრძალულია, რადგან ეს ის ადგილებია, სადაც გაჩერებამ შეიძლება საფრთხე შექმნას; გამონაკლისი მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილი ადგილებია. აკრძალვა ყველა სატრანსპორტო საშუალებას ეხება, მათი მასა არაფერს ცვლის.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება ნებისმიერ ადგილზე, სადაც მას შეუძლია შექმნას საფრთხე, მათ შორის ესტაკადის, ხიდისა და გზაგამტარის ქვეშ, აგრეთვე გვირაბში, გარდა ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა.