ავტოსკოლა

ბილეთი №513 · საცხოვრებელი ზონა, სამარშრუტოს პრიორიტეტი

აქვთ თუ არა უფლება საცხოვრებელ ზონაში მოძრავ ქვეითებს უსაფუძვლოდ შეაფერხონ თეთრი ავტომობილის მოძრაობა?

აქვთ თუ არა უფლება საცხოვრებელ ზონაში მოძრავ ქვეითებს უსაფუძვლოდ შეაფერხონ თეთრი ავტომობილის მოძრაობა?
  1. ააქვთ უფლება, ვინაიდან საცხოვრებელ ზონაში ქვეითს უპირატესობა აქვს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიმართ
  2. ბარ აქვთ უფლება✓ სწორი პასუხი

რატომ?

საცხოვრებელ ზონაში ქვეითს უპირატესობა აქვს, რადგან ის ყველაზე დაუცველია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქვეითს უსაფუძვლოდ შეუძლია ტრანსპორტის შეფერხება: ასეთი უფლება მას არ აქვს.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი ნიშნით აღნიშნულ საცხოვრებელ ზონებში, ქვეითმა უსაფუძვლოდ არ უნდა შეაფერხოს ტრანსპორტის მოძრაობა. ამავე კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.21 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.21 „საცხოვრებელი ზონა“ - აღნიშნავს ტერიტორიას (ზონას) სადაც მოქმედებს საცხოვრებელ ზონაში მოძრაობისათვის დადგენილი წესები. ნიშანი იდგმება ასეთი საცხოვრებელი ზონის ყველა შესასვლელში.

ნიშნები ამ ბილეთში

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: საცხოვრებელი ზონა, სამარშრუტოს პრიორიტეტი