ავტოსკოლა

ბილეთი №515 · საცხოვრებელი ზონა, სამარშრუტოს პრიორიტეტი

საცხოვრებელ ზონაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს არაუმეტეს:

საცხოვრებელ ზონაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს არაუმეტეს:
  1. ა20 კმ/სთ სიჩქარით✓ სწორი პასუხი
  2. ბ40 კმ/სთ სიჩქარით
  3. გ60 კმ/სთ სიჩქარით

რატომ?

საცხოვრებელ ზონაში მძღოლს არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარით შეუძლია იმოძრაოს, ჩვეულებრივ დასახლებულ პუნქტში კი ზღვარი 60 კმ/სთ-ია. ზონაში ქვეითს უპირატესობა აქვს, ამიტომ სიჩქარეც იქ ბევრად დაბალია.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ პუნქტში ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა არა უმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო საცხოვრებელ ზონაში - არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარით. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი ნიშნით აღნიშნულ საცხოვრებელ ზონებში, მძღოლი უნდა გადაადგილდეს არაუმეტეს 20კმ/სთ სიჩქარით. ამავე კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.21 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.21 „საცხოვრებელი ზონა“ - აღნიშნავს ტერიტორიას (ზონას) სადაც მოქმედებს საცხოვრებელ ზონაში მოძრაობისათვის დადგენილი წესები. ნიშანი იდგმება ასეთი საცხოვრებელი ზონის ყველა შესასვლელში.

ნიშნები ამ ბილეთში

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: საცხოვრებელი ზონა, სამარშრუტოს პრიორიტეტი