ბილეთი №518 · საცხოვრებელი ზონა, სამარშრუტოს პრიორიტეტი
რომელი ავტომობილს მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

- ამსუბუქი ავტომობილის მძღოლს✓ სწორი პასუხი
- ბავტობუსის მძღოლს
რატომ?
საცხოვრებელი ზონიდან გამოსვლისას გადაკვეთაზე გზა უნდა დაუთმო ყველა სხვა მოძრაობის მონაწილეს. ზონის დასასრულის ნიშანი გიჩვენებს, სად გამოდიხარ ზონიდან, ამიტომ ზონიდან გამომსვლელმა მსუბუქმა ავტობუსს უნდა დაუთმოს გზა.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი ნიშნით აღნიშნულ საცხოვრებელ ზონებში, საცხოვრებელი ზონიდან გამოსვლისას საგზაო მოძრაობის მონაწილემ, გადაკვეთაზე გზა უნდა დაუთმოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეს. ამავე კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.22 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.22 „საცხოვრებელი ზონის დასასრული“ - აღნიშნავს 5.21 „საცხოვრებელი ნიშნით აღნიშნული საცხოვრებელი ზონის დასასრულს. ნიშანი იდგმება საცხოვრებელი ზონის ყველა გამოსასვლელში.