ავტოსკოლა

ბილეთი №519 · საცხოვრებელი ზონა, სამარშრუტოს პრიორიტეტი

რომელი საგზაო მოძრაობის მონაწილეს მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მსუბუქი ავტომობის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

რომელი საგზაო მოძრაობის მონაწილეს მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მსუბუქი ავტომობის მძღოლს ისრის…
  1. ამხოლოდ ქვეითების მიმართ
  2. ბმხოლოდ ველოსიპედის მძღოლის მიმართ
  3. გმხოლოდ მოპედის მძღოლის მიმართ
  4. დროგორც ქვეითების, ასევე ველოსიპედისა და მოპედის მძღოლების მიმართ✓ სწორი პასუხი

რატომ?

ზონის დასასრულის ნიშანი გეუბნება, რომ საცხოვრებელი ზონიდან გამოდიხარ, ასეთ დროს კი გადაკვეთაზე გზა ყველა სხვა მოძრაობის მონაწილეს უნდა დაუთმო. ამიტომ გზას უთმობ ქვეითებსაც, ველოსიპედისტებსაც და მოპედის მძღოლებსაც, არა მხოლოდ ერთ მათგანს.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.22 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.22 „საცხოვრებელი ზონის დასასრული“ - აღნიშნავს 5.21 „საცხოვრებელი ნიშნით აღნიშნული საცხოვრებელი ზონის დასასრულს. ნიშანი იდგმება საცხოვრებელი ზონის ყველა გამოსასვლელში. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი ნიშნით აღნიშნულ საცხოვრებელ ზონებში, საცხოვრებელი ზონიდან გამოსვლისას საგზაო მოძრაობის მონაწილემ, გადაკვეთაზე გზა უნდა დაუთმოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეს.

ნიშნები ამ ბილეთში

იგივე კითხვა — სხვა სიტუაცია

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: საცხოვრებელი ზონა, სამარშრუტოს პრიორიტეტი