ბილეთი №624 · საცხოვრებელი ზონა, სამარშრუტოს პრიორიტეტი
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს მცირერადიუსიან ან შეზღუდულ ხილვადობის მქონე გზის სახიფათო მოსახვევს?

- აI✓ სწორი პასუხი
- ბII
- გIII
- დIV
რატომ?
ნიშანი „სახიფათო მოსახვევი“ მცირერადიუსიან ან შეზღუდული ხილვადობის მოსახვევს აღნიშნავს. მისი ორი ვარიანტია: ერთი მარჯვნივ მოსახვევისთვის, მეორე — მარცხნივ.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.12.1 და 1.12.2 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშნები 1.12.1, 1.12.2 „სახიფათო მოსახვევი” - აღნიშნავს მცირერადიუსიან ან შეზღუდული ხილვადობის მქონე გზის სახიფათო მოსახვევს: 1.12.1 – მარჯვნივ, 1.12.2 – მარცხნივ.