ავტოსკოლა

ბილეთი №521 · ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა

გზებზე მოპედის მართვა ნებადართულია:

  1. ა12 წლის ასაკიდან
  2. ბ14 წლის ასაკიდან
  3. გ16 წლის ასაკიდან✓ სწორი პასუხი
  4. დ18 წლის ასაკიდან

რატომ?

გზაზე მოპედის მართვა 16 წლის ასაკიდან შეიძლება. ველოსიპედისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მართვა უფრო ადრე, 14 წლიდან ნებადართულია. ორი რიცხვი ერთად დაიმახსოვრე: ველოსიპედი — 14, მოპედი — 16.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გზაზე ველოსიპედისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მართვა ნებადართულია არანაკლებ 14 წლის ასაკის პირისთვის, ხოლო მოპედის მართვა – 16 წლის ასაკის პირისთვის.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა