ავტოსკოლა

ბილეთი №523 · ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა

ველოსიპედისა და მოპედის კოლონების გზის სავალ ნაწილზე მოძრაობის შემთხვევაში ერთ ჯგუფში უნდა იყოს არა უმეტეს:

  1. ა5 ერთეულისა
  2. ბ10 ერთეულისა✓ სწორი პასუხი
  3. გ15 ერთეულისა

რატომ?

ველოსიპედისა და მოპედის კოლონა სავალ ნაწილზე ჯგუფებად უნდა დაიყოს, თითოეულში არაუმეტეს 10 ერთეულისა. ჯგუფებს შორის 80–100 მ უნდა იყოს, რომ გასწრება გაადვილდეს.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ველოსიპედისა და მოპედის მძღოლებისათვის დასაშვებია კოლონად გადაადგილება. ველოსიპედებისა და მოპედების კოლონების გზის სავალ ნაწილზე მოძრაობის შემთხვევაში ისინი უნდა დაიყოს ჯგუფებად, მაგრამ არაუმეტეს 10 ერთეულისა თითოეულში. გასწრების გასაადვილებლად ჯგუფებს შორის მანძილი უნდა იყოს 80−100 მეტრი.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა