ავტოსკოლა

ბილეთი №544 · მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა?

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა?
  1. ამხოლოდ ყვითელი ავტომობილს მძღოლს
  2. ბმხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლს
  3. გმხოლოდ მობუქსირე ავტომობილის მძღოლს✓ სწორი პასუხი
  4. დარცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს

რატომ?

ნიშანი „მისაბმელით მოძრაობა აკრძალულია“ კრძალავს მისაბმელიანი სატვირთოთი ან ტრაქტორით მოძრაობას, აგრეთვე სხვა მანქანის ბუქსირებას. ამიტომ ისრის მიმართულებით მოძრაობა მხოლოდ მობუქსირე ავტომობილის მძღოლს ეკრძალება; მისაბმელის გარეშე სატვირთოს ნიშანი არ ეხება.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სამი მოძრაობის ზოლის მქონე (გარდა 1.9 საგზაო მონიშვნისა) ორმხრივმოძრაობიან გზაზე სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ უნდა გადავიდეს სავალი ნაწილის განაპირა ზოლზე, სადაც საპირისპირო მიმართულების მოძრაობა ხორციელდება. თუ სამი მოძრაობის ზოლის მქონე გზაზე შუა ზოლი ორივე მიმართულებით მოძრაობისათვის გამოიყენება, ამ ზოლზე გასვლა ნებადართულია მხოლოდ გასწრების, დაბრკოლების შემოვლის, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების მიზნით. ამავე კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.7 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 3.7 „მისაბმელით მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილითა და მისაბმელიანი ტრაქტორით მოძრაობას, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას.

ნიშნები ამ ბილეთში

იგივე კითხვა — სხვა სიტუაცია

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი