ბილეთი №681 · ამკრძალავი ნიშნები
მოცემული საგზაო ნიშნებიდან, რომლის მოქმედების ზონაში იკრძალება ტრაქტორითა და თვითმავალი მანქანით მოძრაობა?

- ამხოლოდ I და III✓ სწორი პასუხი
- ბმხოლოდ II და IV
- გმხოლოდ III
- დმხოლოდ I
რატომ?
ტრაქტორსა და სპეციალიზებულ თვითმავალ მანქანას ორი ნიშანი უკრძალავს მოძრაობას: „ტრაქტორით მოძრაობა აკრძალულია“ — სპეციალურად მათ, და „მოძრაობა აკრძალულია“ — ყველა სატრანსპორტო საშუალებას, ტრაქტორსაც.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.2 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.2 „მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის სატრან¬სპორტო საშუალებით მოძრაობას. ამავე თავის 3.6 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.6 „ტრაქტორით მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის ტრაქტორითა და სპეციალიზებული თვითმავალი მანქანებით მოძრაობას.
უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით