ბილეთი №594 · გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით
რომელი მიმართულებით მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს სატვირთო ავტომობილის მძღოლს, თუ სატვირთო ავტომობილის ნებადართული მაქსიმალური მასა 15 ტონაა?

- ამხოლოდ პირდაპირ და მარჯვნივ
- ბმხოლოდ პირდაპირ, მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)
- გმხოლოდ პირდაპირ, მარჯვნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)✓ სწორი პასუხი
- დყველა მიმართულებით
რატომ?
ნიშანი „მარცხნივ მოხვევა აკრძალულია“ დაფასთან „ნებადართული მაქსიმალური მასის შეზღუდვა“ მხოლოდ იმ მანქანას ეხება, რომლის ნებადართული მასა დაფაზე მითითებულზე მეტია. 15 ტონიანი სატვირთო ამ ზღვარს სცდება, ამიტომ მარცხნივ ვერ უხვევს, პირდაპირ, მარჯვნივ და მობრუნება კი შეუძლია.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.18.2 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.18.2 „მარცხნივ მოხვევა აკრძალულია” - კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მარცხნივ მოხვევას. ამავე დანართის მე-8 თავის (დამატებითი ინფორმაციის ნიშნები) 8.11 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი (დაფა) 8.11 „ნებადართული მაქსიმალური მასის შეზღუდვა” - მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემა¬ტება დაფაზე მითითებულს.