ამკრძალავი ნიშნები
ნიშანი 3.18.2 „მარცხნივ მოხვევა აკრძალულია“
რას ნიშნავს
უახლოეს გზაჯვარედინზე მარცხნივ ვერ მოუხვევ. მობრუნებას ეს ნიშანი არ კრძალავს — მისთვის ცალკე ნიშანი არსებობს. ნიშანი მხოლოდ იმ გადაკვეთაზე მოქმედებს, რომლის წინაც დგას; სამარშრუტო ტრანსპორტს არ ეხება.
კანონის ტექსტი
კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მარცხნივ მოხვევას. კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მარცხნივ მოხვევას. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე. ნიშნის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია ნიშანი.