ავტოსკოლა

მაფრთხილებელი ნიშნები

ნიშანი 1.23 „ქვეითთა გადასასვლელი“

ნიშანი 1.23 ქვეითთა გადასასვლელი

რას ნიშნავს

წინ ქვეითთა გადასასვლელია. ქვეითი მასზე მოულოდნელად შეიძლება გამოვიდეს, ამიტომ შეანელე და მზად იყავი, გზა დაუთმო. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი 150–300 მ-ით ადრე დგას და მეორდება არანაკლებ 50 მ-ით ადრე, დასახლებულ პუნქტში — 50–100 მ-ით ადრე.

სად იდგმება

  • ნიშანი დაუსახლებელ პუნქტში იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე 150−300 მეტრ მანძილზე, დასახლებულ პუნქტში – 50–100 მეტრ მანძილზე.
  • ნიშანი მეორდება დაუსახლებელ პუნქტში, სახიფათო მონაკვეთის დასაწყისიდან არანაკლებ 50 მეტრ მანძილზე.
კანონის ტექსტი

იძლევა გაფრთხილებას 5.19.1 და 5.19.2 ნიშნებით ან/და 1.14.1–1.14.3 მონიშვნებით აღნიშნულ ქვეითთა გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე.

ბილეთები ამ ნიშანზე (10)

მაფრთხილებელი ნიშნები