ბილეთი №645 · მაფრთხილებელი ნიშნები
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომლის სავალი ნაწილი არ არის დაცული ზვავისაგან, მეწყერისაგან და ქვების ცვენისგან?

- აI
- ბII✓ სწორი პასუხი
- გIII
- დIV
რატომ?
ნიშანი „ქვის ცვენა“ აღნიშნავს მონაკვეთს, სადაც სავალი ნაწილი ზვავისგან, მეწყერისგან და ქვების ცვენისგან დაცული არ არის. ზემოდან ქვა შეიძლება ჩამოვარდეს, გზაზეც შეიძლება ქვები დაგხვდეს, ამიტომ ყურადღებით იმოძრავე.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.29 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 1.29 „ქვის ცვენა” - აღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომლის სავალი ნაწილი არ არის დაცული ზვავისაგან, მეწყერისაგან ან ქვების ცვენისაგან.
უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით