ბილეთი №647 · მაფრთხილებელი ნიშნები
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს აეროდრომებთან ახლოს გამავალ გზის მონაკვეთს, რომლებზედაც თვითმფრინავები ან ვერტმფრენები დაბალ სიმაღლეზე დაფრინავენ?

- აI✓ სწორი პასუხი
- ბII
- გIII
- დIV
რატომ?
ნიშანი „დაბლამფრენი თვითმფრინავები“ აღნიშნავს აეროდრომთან ახლოს გამავალ გზას, სადაც თვითმფრინავები ან ვერტმფრენები დაბლა დაფრინავენ. მოულოდნელმა ხმაურმა შეიძლება შეგაშინოს და ყურადღება გაგიფანტოს, ამიტომ საჭე მტკიცედ დაიჭირე და გზას თვალი არ უნდა მოაშორო.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.31 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 1.31 „დაბლამფრენი თვითმფრინავები” - აეროდრომთან ახლოს გამავალი გზის მონაკვეთი, რომელზედაც თვითმფრინავები ან ვერტმფრენები დაბალ სიმაღლეზე დაფრინავენ.
უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით