ავტოსკოლა

ბილეთი №650 · მაფრთხილებელი ნიშნები

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომელზედაც შეიძლება წარმოიშვას ისეთი სახის საფრთხე, რომელიც არ არის განსაზღვრული სხვა მაფრთხილებელი ნიშნებით?

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომელზედაც შეიძლება წარმოიშვას ისეთი სახის საფრთხე…
  1. აI
  2. ბII
  3. გIII✓ სწორი პასუხი
  4. დIV

რატომ?

ნიშანი „სხვა საფრთხეები“ გაფრთხილებს, რომ ამ მონაკვეთზე ისეთი საფრთხე შეიძლება წარმოიშვას, რომლის აღსანიშნავი სხვა მაფრთხილებელი ნიშანი არ არსებობს. კონკრეტულად რა საფრთხეა, ნიშანი არ გეუბნება, ამიტომ შეანელე და გზას განსაკუთრებული ყურადღებით უყურე.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.34 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 1.34 „სხვა საფრთხეები” - გზის მონაკვეთი, რომელზედაც შეიძლება წარმოიშვას ისეთი საფრთხე, რომელიც არ არის განსაზღვრული სხვა მაფრთხილებელი ნიშნებით.

უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით

ნიშნები ამ ბილეთში

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მაფრთხილებელი ნიშნები