ბილეთი №652 · მაფრთხილებელი ნიშნები
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს "T"-სებურ გზაჯვარედინზე ან გზების განშტოებაზე მოძრაობის მიმართულებას, ან საგზაო სამუშაოების მიმდინარეობის ადგილებში - შემოვლის მიმართულებას?

- აI
- ბII
- გIII
- დIV✓ სწორი პასუხი
რატომ?
ნიშანი „მოხვევის მიმართულება“ „T“-სებურ გზაჯვარედინზე ან გზის განშტოებაზე მოძრაობის მიმართულებას აჩვენებს: მარჯვნივ და მარცხნივ. საგზაო სამუშაოების ადგილას იგივე ნიშანი შემოვლის მიმართულებას გიჩვენებს, ამიტომ ნიშნით მითითებულ გზას მიჰყევი.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.36.1 და 1.36.2 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშნები 1.36.1 და 1.36.2 „მოხვევის მიმართულება” - მიუთითებს "T"-სებურ გზაჯვარედინზე ან გზების განშტოებაზე მოძრაობის მიმართულებას (მარჯვნივ და მარცხნივ), ან საგზაო სამუშაოების მიმდინარეობის ადგილის შემოვლის შესაბამის მიმართულებას.
უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით