მაფრთხილებელი ნიშნები
ნიშანი 1.32 „გვირაბი“
რას ნიშნავს
წინ გვირაბია, რომელშიც განათება არ არის, ან რომლის შესასვლელი 150 მ-ზე ახლოდან ჩანს. სინათლიდან სიბნელეში შესვლისას თვალი ცოტა ხანს ვერაფერს ხედავს, ამიტომ შეანელე. გვირაბში მობრუნება და უკუსვლა აკრძალულია. დაუსახლებელ პუნქტში ნიშანი 150–300 მ-ით ადრე დგას, დასახლებულ პუნქტში — 50–100 მ-ით.
სად იდგმება
- ნიშანი დაუსახლებელ პუნქტში იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე 150−300 მეტრ მანძილზე, დასახლებულ პუნქტში – 50–100 მეტრ მანძილზე.
კანონის ტექსტი
გვირაბი, რომელშიც არ არსებობს ხელოვნური განათება ან რომლის შესასვლელი პორტალის ხილვადობა ადგილის რელიეფის გამო 150 მეტრზე ნაკლებია.