ავტოსკოლა

ბილეთი №653 · მაფრთხილებელი ნიშნები

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს გზას, რომელზედაც მოძრავ მძღოლს ენიჭება არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა?

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს გზას, რომელზედაც მოძრავ მძღოლს ენიჭება არარეგულირებული გზაჯვარედინის…
  1. აI✓ სწორი პასუხი
  2. ბII
  3. გIII
  4. დIV

რატომ?

ნიშანი „მთავარი გზა“ გეუბნება, რომ ამ გზაზე მოძრავს არარეგულირებულ გზაჯვარედინზე გავლის უპირატესობა აქვს, გადამკვეთი გზიდან მოსულმა კი გზა უნდა დაუთმოს. ის გზის დასაწყისში იდგმება და ყოველი გზაჯვარედინის წინ მეორდება.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-2 თავის (პრიორიტეტის ნიშანი) 2.1 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშანი 2.1 „მთავარი გზა” - გზა, რომელზე მოძრავ მძღოლსაც ენიჭება არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა. ნიშანი იდგმება გზის დასაწყისში და მეორდება უშუალოდ ყოველი გზაჯვარედინის წინ. 2.1 ნიშანი 8.13 დაფით დასახლებულ პუნქტში იდგმება გზაჯვარედინის წინ, რომელზედაც მთავარი გზა იცვლის მიმართულებას, დაუსახლებელ პუნქტში − წინასწარ გზაჯვარედინამდე 150−300 მეტრ მანძილზე და გზაჯვარედინის წინ.

უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით

ნიშნები ამ ბილეთში

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მაფრთხილებელი ნიშნები