ავტოსკოლა

ბილეთი №658 · პრიორიტეტის ნიშნები

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს ისეთ გზასთან შეერთებას, რომელზე მოძრავ მძღოლსაც აქვს გზის დათმობის ვალდებულება?

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს ისეთ გზასთან შეერთებას, რომელზე მოძრავ მძღოლსაც აქვს გზის დათმობის…
  1. ამხოლოდ II და IV
  2. ბმხოლოდ I და III✓ სწორი პასუხი
  3. გმხოლოდ II
  4. დმხოლოდ III

რატომ?

„მეორეხარისხოვანი გზის შეერთება“ აჩვენებს, რომ შენს გზას მარჯვნიდან ან მარცხნიდან ისეთი გზა უერთდება, რომელზე მოძრავმა გზა უნდა დაგითმოს. „მეორეხარისხოვან გზასთან გადაკვეთა“ სხვა ნიშანია: ის გზის გადაკვეთას აღნიშნავს და არა შეერთებას.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.7.1- 1.7.7 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშანი 1.7.1. „მეორეხარისხოვან გზასთან გადაკვეთა“, 1.7.2−1.7.7. „მეორეხარისხოვანი გზის შეერთება“ (შეერთება მარჯვნიდან – 1.7.2, 1.7.4 და 1.7.6, შეერთება მარცხნიდან – 1.7.3, 1.7.5 და 1.7.7) − ისეთ გზასთან გადაკვეთა ან ისეთ გზასთან შეერთება, რომელზე მოძრავ მძღოლსაც აქვს გზის დათმობის ვალდებულება. 1.7.1−1.7.7 ნიშნები სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე იდგმება დაუსახლებელ პუნქტში 150−300 მეტრ მანძილზე, დასახლებულ პუნქტში – 50–100 მეტრ მანძილზე.

უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით

ნიშნები ამ ბილეთში

იგივე კითხვა — სხვა სიტუაცია

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: პრიორიტეტის ნიშნები