ბილეთი №657 · პრიორიტეტის ნიშნები
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს ისეთ გზასთან გადაკვეთას, რომელზე მოძრავ მძღოლსაც აქვს გზის დათმობის ვალდებულება?

- აI
- ბII✓ სწორი პასუხი
- გIII
- დIV
რატომ?
ნიშანი „მეორეხარისხოვან გზასთან გადაკვეთა“ გაფრთხილებს, რომ წინ შენს გზას ისეთი გზა კვეთს, რომელზე მოძრავმა გზა უნდა დაგითმოს. უპირატესობა შენ გაქვს, მაგრამ იქიდან მანქანა მაინც შეიძლება გამოჩნდეს, ამიტომ დროულად შეანელე.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.7.1- 1.7.7 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშანი 1.7.1. „მეორეხარისხოვან გზასთან გადაკვეთა“, 1.7.2−1.7.7. „მეორეხარისხოვანი გზის შეერთება“ (შეერთება მარჯვნიდან – 1.7.2, 1.7.4 და 1.7.6, შეერთება მარცხნიდან – 1.7.3, 1.7.5 და 1.7.7) − ისეთ გზასთან გადაკვეთა ან ისეთ გზასთან შეერთება, რომელზე მოძრავ მძღოლსაც აქვს გზის დათმობის ვალდებულება. 1.7.1−1.7.7 ნიშნები სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე იდგმება დაუსახლებელ პუნქტში 150−300 მეტრ მანძილზე, დასახლებულ პუნქტში – 50–100 მეტრ მანძილზე.
უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით