ავტოსკოლა

ამკრძალავი ნიშნები

ნიშანი 3.2 „მოძრაობა აკრძალულია“

ნიშანი 3.2 მოძრაობა აკრძალულია

რას ნიშნავს

აქ მოძრაობა ორივე მიმართულებით აკრძალულია ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის. გამონაკლისია სამარშრუტო ტრანსპორტი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მანქანა და ზონაში მცხოვრების, მომუშავის ან იქ მდებარე საწარმოს მანქანა — ის დანიშნულების ადგილთან უახლოესი გზაჯვარედინიდან შედის და გამოდის.

კანონის ტექსტი

კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას. კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას. ნიშანი მიუთითებს, რომ მოძრაობა ორივე მიმართულებით აკრძალულია. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახურება აღნიშნულ ზონაში მდებარე საწარმოს, ანდა ემსახურება ან ეკუთვნის ამავე ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირს. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება შედის აღნიშნულ ზონაში და გამოდის იქიდან დანიშნულების ადგილისაკენ უახლოეს გზაჯვარედინზე. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც მნიშვნელოვნად გამოხატული ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი მართავს, ან იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც აღნიშნული პირები გადაჰყავს.

ბილეთები ამ ნიშანზე (19)

ამკრძალავი ნიშნები