ბილეთი №685 · ამკრძალავი ნიშნები
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედების ზონაში იკრძალება მისაბმელიანი ტრაქტორით მოძრაობა?

- ამხოლოდ I და III
- ბმხოლოდ II და III
- გყველა მოცემული ნიშნის მოქმედების ზონაში✓ სწორი პასუხი
რატომ?
სამივე ნიშნის ზონაში მისაბმელიანი ტრაქტორით ვერ იმოძრავებ. „მოძრაობა აკრძალულია“ ყველა სატრანსპორტო საშუალებას ეხება, „ტრაქტორით მოძრაობა აკრძალულია“ — ყველა ტრაქტორს, „მისაბმელით მოძრაობა აკრძალულია“ კი მისაბმელიან ტრაქტორსაც.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.2 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.2 „მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის სატრან¬სპორტო საშუალებით მოძრაობას. ამავე თავის 3.6 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.6 „ტრაქტორით მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის ტრაქტორითა და თვითმავალი მანქანებით მოძრაობას. ამავე თავის 3.7 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.7 „მისაბმელით მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილითა და მისაბმელიანი ტრაქტორით მოძრაობას, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას.
უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით