ამკრძალავი ნიშნები
ნიშანი 3.15 „სიგრძის შეზღუდვა“
რას ნიშნავს
აქ ვერ გაივლის მანქანა ან შემადგენლობა, რომელიც ტვირთიანად ან უტვირთოდ ნიშანზე დაწერილ მეტრებზე გრძელია — მაგალითად, ვიწრო მოსახვევებში გრძელი მანქანა ვერ მოტრიალდება. ეს შეზღუდვა სამარშრუტო ტრანსპორტსაც ეხება.
კანონის ტექსტი
კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით და სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობით მოძრაობას, რომელთა გაბარიტული სიგრძე (ტვირთიანად ან უტვირთოდ) აღემატება ნიშანზე აღნიშნულს.