ბილეთი №701 · ბუქსირება
მოცემული საგზაო ნიშანი კრძალავს:

- აიმ სატრანსპორტო საშუალებით, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობით მოძრაობას, რომელთა გაბარიტული სიგრძე (ტვირთიანად ან უტვირთოდ) აღემატება ნიშანზე აღნიშნულს✓ სწორი პასუხი
- ბიმ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომლის გაბარიტული სიგანე აღემატება ნიშანზე აღნიშნულს
- გსატრანსპორტო საშუალებებით ნიშანზე აღნიშნულზე ნაკლები დისტანციით მოძრაობას
რატომ?
ნიშანი „სიგრძის შეზღუდვა“ კრძალავს იმ მანქანის ან შემადგენლობის მოძრაობას, რომლის გაბარიტული სიგრძე ტვირთიანად ან უტვირთოდ ნიშანზე მითითებულზე მეტია.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.15 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.15 „სიგრძის შეზღუდვა” - კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით და სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობით მოძრა¬ობას, რომელთა გაბარიტული სიგრძე (ტვირთიანად ან უტვირთოდ) აღემატება ნიშანზე აღნიშნულს.