ბილეთი №799 · საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები
მოცემულ სიტუაციაში, რომელი ავტომობილის მძღოლს არ ეკრძალება ისრის მიმართულებით მობრუნების მანევრის შესრულება?

- აარცერთს
- ბორივე მძღოლს ეკრძალება
- გმხოლოდ წითელი ავტომობილის მძღოლს✓ სწორი პასუხი
- დმხოლოდ მწვანე ავტომობილის მძღოლს
რატომ?
ზოლის ნიშანი, რომელიც უკიდურესი მარცხენა ზოლიდან მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, იმავე ზოლიდან მობრუნების უფლებასაც იძლევა. სხვა ზოლებზე ეს გამონაკლისი არ მოქმედებს, ამიტომ მობრუნება მხოლოდ წითელი ავტომობილის მძღოლს არ ეკრძალება.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.15.2 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 5.15.2 „ზოლზე მოძრაობის მიმართულებები” - მიუთითებს ზოლზე მოძრაობის ნებადართულ მიმართულებებს. ამავე პუნქტის შენიშვნის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, 5.15.1 და 5.15.2 ნიშნები, რომლებიც უკიდურესი მარცხენა ზოლიდან მოხვე¬ვის ნებას რთავს, ამავე ზოლიდან მობრუნების უფლებასაც იძლევა.
უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით