ავტოსკოლა

ბილეთი №800 · საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები

ისრის მიმართულებით მოძრავი, რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს?

ისრის მიმართულებით მოძრავი, რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს?
  1. ამხოლოდ მოტოციკლის მძღოლი
  2. ბმხოლოდ ყვითელი ავტომობილის მძღოლი
  3. გმხოლოდ შავი ავტომობილის მძღოლი✓ სწორი პასუხი
  4. დარცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი

რატომ?

თუ მარცხნივ, სავალ ნაწილთან ერთ დონეზე, იმავე მიმართულების ტრამვაის ლიანდაგებია, მარცხნივ მოხვევა და მობრუნება ამ ლიანდაგებზე უნდა შეასრულო, თუ ნიშანი სხვა წესრიგს არ ადგენს. ტრამვაის დაბრკოლება არ უნდა შეუქმნა. ამ წესს აქ შავი ავტომობილის მძღოლი არღვევს.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარცხენა მხარეს სავალ ნაწილთან ერთ დონეზე განლაგებული, თანმხვედრი მიმართულების ტრამვაის ლიანდაგების არსებობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მძღოლი მარცხნივ მოხვევასა და მობრუნებას ასრულებს ამ ვაკისზე, თუ 5.15.1 და 5.15.2 საგზაო ნიშნებით მოძრაობის სხვა წესრიგი დადგენილი არ არის. ამასთანავე, ტრამვაის მოძრაობას არ უნდა შეექმნას დაბრკოლება.

უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით

ნიშნები ამ ბილეთში

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები